მელიტას


დადაისტური მადრიგალი

ყველაზე უფრო არცხვენს
ჩემს სახელს – ტიციანს –
ძველი ხავერდის ტიციანთან შედარებით
დახეული კანაპები.
სულაც არ ელოდი
ალბათ, ტიციან, ასეთ ორეულს?…
მერი შერვაშიძე (გიგო დიასამიძის
ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ჰხატა)
კითხულობს ამ ლექსს და ეღიმება;
წინათ ღვთისმშორელს ეს სახე ჰქონდა,
წინათ უშენებდნენ ამ ქალებს ტაძრებს…
თავზე დამცქერის მერი შერვაშიძე
(სანდრო ყანჩელის ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ხატა).
შენ კი, მელიტა, ალბათ უყურებ
ტიუტჩევის და რომის ცას.
…
ჩვენი თბილისი კი თანდათან ძირს იწევს,
მაგრამ მიწისძვრა მაინც იგვიანებს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი