მეფე ვახტანგ VI - პოეტი

მეფე ვახტანგ VI  - ფოტო

ვახტანგ VI (1675 – 26. III. 1737, ასტრახანი) ქართლის გამგებელი (ჯანიშინი), 1703 – 1714; მეფე 1716 –1724; გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე; იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. ვახტანგ VI სახელთან არის დაკავშირებული პროგრესულად განათლებულ მეცნიერთა დასის - ”სწავლულ კაცთა კომისიის” დიდი კულტურული საქმიანობა.

ვახტანგ VI სტამბაში დაიბეჭდა პირველად ”ვეფხისტყაოსანი” (1712). ვახტანგისეული ”ვეფხისტყაოსანი” მნიშვნელოვანია, როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა. მან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას და დიდი წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც.

ვახტანგ VI თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: ”ქილილა და დამანა”; ”ამირან-ნასარიანი” და სხვ. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას. მან ე. წ. ”საღვთო მიჯნურობის” კონცეფციით სცადა ”ვეფხისტყაოსანში” სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტება. მის ლირიულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური განცდები და სხვ.