შენ შენი ნებით უარყავ ღმერთი ..


შენ შენი ნებით
უარყავ ღმერთი,
შენ ბედი დაგყვა რადგან ასეთი...
დარჩები მარტო,
დარჩები ერთი,
ან მარტო ერთი მეათასედი;
მე უგზო-უკვლო
მოგზაურს ვგავარ
ჩემი ცხოვრების აბლაბუდებით...
მე შენგან,
როგორც სახლიდან, გავალ
და მერე სახლში არ დავბრუნდები..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი