0 453

ვიცი მალე მიმატოვებ ..


მალე მიმატოვებ _ ისე გამთელ,
ტკივილები სტრიქონ-სტრიქონ მშორდებიან...
ჩემი სული მაცხოვარის ხედავს ნათელს
და ლექსები შემოკრული შოლტებია...
მომავალში მომინატრებ _ ისევ მოხვალ,
მერე... მტკვარი
ხელს შემოხვევს წელზე მცხეთას...
ჯვართან წვიმა იყო ღრუბლის ამოოხვრა
თუ ღვთისმშობლის თვალებიდან ჩამოწვეთა?!

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)