ალექსანდრე ყაზბეგს
შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარის გულითა, დაღლილი მტრისა ჯავრითა!.. ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა, ცრემლი მიგყვება საგძლადა და ტრფობა შენის ქვეყნისა უქმს და ხელუყრელს აბჯრადა. თავს დგმული ეკლის გვირგვინი ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა, მამულისათვის გამწყდართა იმ საქართველოს შვილებსა. ცოცხლად იმედით მცხოვრებო, გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში! პირობა ქართველებისა, ვგონებ, მიგყვება უბეში!.. უჩვენე შენი კალამი, ნაწები სისხლის გუბეში!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი