ყოველ საგანთა დასაბამს ..

ყოველ საგანთა დასაბამს
შვენის მუსიკა თავისი:
აგვიხსნის ქარი – ქარსაფარი
ტყეს რო ატოკებს – აგვიხსნის.

მეზღვაურული ბარბაცით
ჩრდილებს იმდიდრებს ხეები;
აზრის მოკრებას არ გვაცლის
სიზმრული სამოთხეები:

გამდგარა "გამა–მორჩილი"
"გამა–ბატონის" მსახურად;
გაუვარდება ქორს ჩრდილი
და ქარს ქუდივით ახურავს.

"საგნადქცეული ხმაურით,
ახმაურებულ საგნებით" –
ჩურჩულებს, ტყეს რომ ჩაუვლი –
"თავს ბრმა თვალებით აგნებდა".

"ორი" ვიყავით აქამდე,
ახლა "მესამეც" გამოჩნდა,
და ბრძოლას ვეღარ ვამთავრებ
სიტყვასთან საჯილდაოსთან.

იმედს დავეძებ ჩემშივე,
შენც რომ გერგოს და იხარო;
ხანდახან რიჟრაჟს შევჩივლებ,
თვალწინ რომ ხათრად ღიმღამობს.

უმწიფარობის ქაოსურ
გადამწიფებას ვეჩვევი
და ჩვენს სახელზე ამოსულ
ყვავილებს ვკრიფავ შერჩევით.

წყარო: litklubi.ge