0 162

აღარ ისმის "რაშო–რერა ..


აღარ ისმის "რაშო–რერა", –
სანატრელი ხმები
და გსურს საფრთხის აშორება
მეტაფორულ თქმებით.

ჩაძირული ცხადი ძილში
მიზეზია სიზმრის
არც რო – სიურეალიზმი,
არც რო – ფუტურიზმი.

იწყებ: "თუმცა" ანდა "თურმე"
სიტყვას სმენით ირჩევ;
აფსუს, რა დროს აფათურებს
ხელებს სულში ნიცშე.

სევდა უფრო გემატება
და მძიმდება თვალი,
იწვის ცაში კელაპტრებად
ჩინარები ჭალის.

ზოგჯერ – მესენაკე ბერი,
ზოგჯერ – სისხლის მონა,
შენსას ჭრი და შენსას მღერი,
შენი ადლით ზომავ.

მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
დევს სასაზღვრო ზოლი
და გზა გადის უფალსა და
ზარატუსტრას შორის.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)