ზიარი ტექსტი


იწყება უკვე ტამაში ღია,
გროვება ერთად ეკლის და ნარის;
რაღაცა ყურთად დაცდება ნიავს
და საიდუმლო ჟღავნდება ქარის.

,,ტირის“ გარეშე წასწრებულ ფრაზით
დიალოგებში დამალვას ლამობს,
და წუთი-წუთზე იზრდება აზრი,
თანაც სამივეს სურვილის გამო:

,,ის“,,შენ“ გიყვება,,,შენ“ კიდევ-,,მე“ და
ლაგდება,,სამად“ სესხი და ვალი;
ეს იმას ნისნავს - სამ აჩრდილს ხედავს
სამ კაცს კი არა -,,მეოთხის“ თვალი.
აშენებს ბოლოს,,მეოთხე“ ჩვენით
სამყაროს,მაგრამ ჰგონია მისი;
დასაბამიდან ეს არის ძღვენი,
ძარღვიდან ძარღვში დაგასხმა სისხლის.

ამონარიდი ორმაგი პროცესიდან
ჩქამი კუნაპეტის ბზარია,
ღამეს ბრმა თვალებით უცქერი;
ვიდრეჟრუანტელი დაგიარს -
მანამ შეიცხადებს ფურცელი.

ფშანებს შეფარებულ ავსულებს
საზღვარს წარბაზიდვით უწესებ,
როცა თავის საქმეს ასრულებს
მაჯა მოქათქათე ფურცლებზე.

სიტყვის დაბადება:
საჩვენებელი თითიდან ვიწყებ,
ვაგრძელებ ცერით თითების ქებას:
აეხათრება შუა თითის სიგრძეს
ნეკა თითი და ბოლოში დგება.

არათითს ხელზე როლი აქვს სულ სხვა
და ჩვენ ვეძახით უსაქმურ პირმშოს,
და გვიან ვხვდებით თვალებზე კურცხალს-
ყველაზე ხშირად ამ თითით ვიშრობთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი