წუთისოფელს ზიგზაგები შვენის


წუთისოფელს ზიგზაგები შვენის-
ცოდვა-მადლის ორჭუფული ჯამი,
მარცვალ მარცვალ მიილია რტველი
ფოთოლ-ოთოლ გამობმული ამინდს.

აჰა,ბოლო ყვავილების მწკვრივიც
თუ ღვთიური ამჩატების ჩარჩო,
დაეუფლა ფერდაკარგულ ღიმილს-
მობოზებულს ყოველდღიულ ჩარჩოდ.

თანაგრძნობას გამოითხოვს მზერა,
დამძვირებელს ერთგულებით დასჯი:
მეც ასეთი სინამდვილის მჯერა,
შემკობილის მოწამებრივ გარჯით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი