ბევრჯერ მოსმენილო ჰანგო ..

ბევრჯერ მოსმენილო ჰანგო, -
ცრემლის დადენამდე კარგო, -
მე შენ მაინც არ დაგკარგავ,
ყველაფერი რომ დავკარგო!

სიცოცხლეში შენ მიშველი
და ჩემს არყოფნაშიც შეხვალ!..
შემშრობელი ჩემი ცრემლის
ისევ შენ და ისევ შენ ხარ!

წყარო: litklubi.ge