სივრცე არის და სურვილიც გაფრენის ..


                                           ნანას

სივრცეც არის და სურვილი გაფრენის,
თვალთა შენთა შემონთება კმარა,
რომ ავმაღლდე გვირგვინებზე დაფნების
და ავანთო უკვდავების კვარად.

შენი მშვიდი და ზვიადი მზერა
ამამღერებს ანგელოზთა ენაზე,
დამაუფლებს მიუწვდომელ მწვერვალს
და აღმავსებს იდუმალი სინაზით.

ამ სინაზეს შეცვლის შენი თვალები.
დაფნის გვირგვინს - თმათა შენტა სურნელი,
გასაფრენად არ მეყოფა ძალები
და დავრჩები შენტან ყოფნის სურვილით.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი