ყურს ჩამსმენიხარ ბგერად ..


ყურს ცამსმენიხარ ბგერად,
გულს ჩამწერიხარ ასოდ,
მე მარტო შენი მჯერა
და შენი სახე მახსოვს.

ვუწვალებივარ სიტყვას,
ვუწვალებივარ ფრაზას
და თკი რამე მითქვამს,
მხოლოდ შენს ნათქვამს ბაძავს.

ცხადად და სიზმრად რბიხარ
ჩემს ღვიძლთან და ზილთან,
მაგრამ არ ვიცი, ვინ ხარ
და არც ვიცოდე, მინდა.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი