მე თქვენ მიყვარდით! ..

მე თქვენ მიყვარდით!
შეგიძლიათ, მენდოთ ამაში,
ახლა კი თქვენთან
სიყვარულის ხსოვნა მაერთებს,
თქვენ ჩემი ბედით აგდებულად იწყეთ თამაში,
ბოლოს, ღალატიც ვერ შენიშნეთ,
ისე გაერთეთ!
ყველა სიმდიდრე სულმა ჩემმა
თქვენ შემოგწირათ,
თქვენ კი, თითქოსდა არაფერი,
ისე წახვედით.
არარაობა შეურაცხყო, მჯერა, შექსპირმა,
როცა დაარქვა მოღალატე ქალის სახელი...