სული სევდას მისცემია ..

სული სევდას მისცემია,
დამასუსტა ძველმა სენმა...
აბა, ცრემლი რის ცრემლია,
თავი თუ არ შეგახსენა?
შველა გამორიცხულია!
სიო მექცა გრიგალადა...
აბა, გული რის გულია,
ერთხელ თუ არ გიღალატა?