ანდერძი


                           ელისოს

შვილო, ჩემზე ნუ იტირებ!
განა მართლა მიწაში ვარ?!
მზეს შეხედე! - იმ მზეში ვარ!
ცას შეხედე! - იმ ცაში ვარ!..

იმ კაშკაშა ვარსკვლავშ ვარ,
გზა რომ უნდა გაგინათოს,
გაქართველოს, გაამაყოს
და იმედი გაგიმართლოს!

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი