აპრილი

სულს ვეღარ ითქვამს მიწა ორთქლიანი.
უშველეთ, გამჩენი იწამეთ.
დილაა,
მზე არის ახალი ამდგარი,
პირდაბანილია სიმწვანე.
სურნელი ყვავილთა ჰაერში ურევია.
ჰაერუ ყელამდეა ყვავილთა სურნელუთ.
სინათლე ულევია,
სინათლე ულევია,
სიცოცხლე, - ულევზე ულევი.
მზე დაბლა ეშვება სიცოცხლით დამთვრალი;
ალბათ მისამართი შეშლია.
რძემოწყურებული მზეა ყველაფერში,
ხოლო ყველაფერი - მზეშია.
შიშისგან გულები უსკდებათ კვირტებს,
კვირტები ასკდება ერთმანეთს.
ყვავილთა ტკბილი რძე მოსწყინდათ ჩიტებს,
ჩიტის რძე არ აკლიათ ყვევილებს, ღმერთმანი.
მდინარემ ირემივით ბღავილი მორთო,
ალანქერებული ტალრები ალაღებს.
ტანს იყრის რძიანი ბალახი ლორთქო,
სურნელნასხურები, ჩვილსისხლა ბალახი.
სიცოცხლის თვეა, ღვრის აპრილი სიცოცხლეს ულევს,
სიტკბო მაბრუებს ნახნავი მიწის.
ვსუნთქავ სისხლისფერ ვარდების სურნელს,
ვუცინი რძიან კვირტების სიცილს,
ფუტკრებს ერთი წუთი არა აქვთ მოცლა.
ვდგავარ, ქვეყანაზე სიცოცხლეს ვლოცავ.

წყარო: litklubi.ge