ნანას


ნუ სველდებიან შენი თვალები,
ო, ნუ იფარებ თვალებზე ხელებს,
მე, მომაკვდავი, ნუ გაბრალები,
გთხოვ, შემიბრალო სიკვდილის მერე.

ეგ მაგნოლია გადმომიხარე,
ყვავილს მასუნთქე და მიმაფერე;
მალე მოვკვდები, ნუ შემიყვარებ,
გთხოვ, შემიყვარო სიკვდილის მერე.

ნუ მრავლდებიან შენი ცრემლები,
ნუ დამანახებ, ძვირფასო, ცრემლებს,
მე მოვალ შენთან, მოგეფერები,
ო, ახლა არა! - სიკვდილის მერე.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი