ზაზა თვარაძე - პოეტი

ზაზა თვარაძე - ფოტო

ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისში. აქვე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1974–1979წ.)

მისი დედა – ლეილა აბაშიძე, განათლებით ფილოლოგი და დირიჟორი იყო. მამა – რევაზ (რეზი) თვარაძე ცნობილი ლიტერატორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ.

სტაბილური სამსახურით ცხოვრებაში არ ყოფილა ზაზა განებივრებული.  ის ჯერ ჟურნალ „ბალავერში“ მუშაობდა – ჯერ ლიტერატურულ რედაქტორად, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად და ბოლოს მთავარ რედაქტორად.

სიცოცხლეში გამოსცა შემდეგი წიგნები:

  • „მოხეტიალე“ – მოთხრობები, 1999, მერანი.
  • „ტან–ცზი სიცივეში“ – ლექსები, 2003, კავკასიური სახლი.
  • “სიტყვები“ _ 2005, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა რუბრიკით „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი“.
  • „Tyrannosaurus Rex“ – ლექსები, 2005, არეტე.

ზაზა თვარაძემ თარგმნა ნიდერლანდელი მწერლის, იოკე ვან ლეეუვენის – „ჰიპ!“, (2003, გამომცემლობა „LINK“).
იყო მთარგმნელ–რედაქტორი თანამედროვე ფლანდრიული ლიტერატურის ერთ–ერთი გამოჩენილი   წარმომადგენლის, სტეფან ჰერტმანსის ლექსების კრებულისა – „ანუნსიაციები“  – 2003.

გარდაიცვალა 2007 წლის 6 ნოემბერს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.