ზურაბ გორგილაძე - პოეტი

ზურაბ გორგილაძე დაიბადა 1937 წლის 5 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში -გლეხის ოჯახში.

1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა 1961წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.

1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ ,,ჭოროხის’’ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-94 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი ,,ნედლი სალამური”.

პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 

გარდაიცვალა 2006 წლის 8 აპრილს...

წყარო: litklubi.ge