0 4415

გადაწყდა გტოვებ..


გადაწყდა გტოვებ...
სამუდამოდ გივიწყებ, გტოვებ,
ჩემს ჭირის ზიარს, ლხინის ზიარს,
გადაწყდა გტოვებ...
გშორდები, მივალ და არ მინდა,
მოხედვა უკან,
დამარქვან უნდო, უცხვირპირო,
დამარქვან გულქვა,
აღარ მოვწამლავ შენი შხამით
ნებიერ წუთებს,
მეყო რაც მბანგე, რაც მაბრუე,
მთენთე და მთუთქე,
აღარ წამყვება შენი სუნი
ფინთი და მწკლარტე,
რაც უნდა მწვავდე, მახელებდე,
მსურდე და მწამდე.
ვეღარ ამიწვავს დაღლილ თვალებს
მაგ შენი თმების, -
ცისფერი ბინდი, სამუდამოდ გემშვიდობები.
გადაწყდა, მაგრამ...
მაგრამ როცა რჯულსა და ქრისტეს,
ჯიბეებს ვიჩხრეკ, გპოულობ და...
გაბოლებ ისევ.
კომენტარები (0)