ერთხელ..

ცოტა ინფანტის, ცოტა არტისტის,
ცოტა თვალთმაქცის, გულგრილის ცოტაც,
მღერი სევდისთვის, მღერი დარდისთვის,
სიყვარულისთვის მღერი და სცოდავ...

ალბათ ნატიფი, ალბათ აზიზი,
გადაზნექილი ვნებებში ოდნავ,
მღერი ბრბოსათვის და დარბაზისთვის,
შენს სიყვარულზეც იმღერე ცოტა.

ეს იყო ერთხელ, იდგა დაფნისი
და სიყვარულის გენიით ძრწოდა,
დაჯექი სადმე შენი თავისთვის,
შენი გულისთვის იმღერე ცოტაც...

ეს ყვავილები ეს შუქფენობა,
ერთფეროვნებას შესკვნილი ყელი,
რა ეშველება მის გულწრფელობას,
ვინც სიყვარულზე ყოველდღე მღერის.

ან ვინ მოძებნის იმ ცრემლს, იმ ფერებს,
ქალში დაკარგულ სიკეთეს ბავშვის,
შენ სიყვარულზე ერთხელ იმღერე
და რა მართალი იყავი მაშინ.