უბის წიგნაკიდან


მეტი აღარ შემიძლია...მეტის მოთქმენა უკვე შეუძლებელიც კი აღარ არის, როდემდე უნდა მტანჯოს ამ დამპალმა წუთისოფელმა , როდემდე უნდა გადათელოს ჩემი ''ბედნიერი მომავლის'' ფიქრები , მერამდენე ნატვრაში უნდა ჩამიფურთხოს.
იმ ეშმაკმა მაინც გაიღვიძოს ჩემში , რომელიც თვითმკვლელობის ძალას მომცემს. უკვე ყველაფერზე თანახმა ვარ , სატანაც კი რომ ამოვიდეს ჯოჯოხეთიდან ისე შევხვდები როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს, თუმცა ვის ვატყუებ , სად მყავს მე მეგობარი , ალბათ იმ დიდი ხნის ნაცნობებს ვგულისხობ მე მიამიტი , რომ ''მეგობარს'' ვუწოდებდი...
მეფისტოფელი , რომ იყოს წამოსული ციდან და მითხრას , ეხლა ვიყავი იმ თქვებ მაღალ ღმერთთან , რომელიც ყველას ასე ძალიან სწამსო , მე კიდე შევთავაზე მოეცა შანსი , რომ ყველაფერი სხვაგვარად დაენახა და შენი სული მომყიდე მე ფაუსტის ნაცვლადო , არც კი დავფიქრდებოდი , პირიქით ბედნიერიც კი ვიქნებოდი და ისე დავთანმხდებოდი , რაც ვაკეთე მაინც არავინ არ დამიფასა , ყველა იმას ხედავდა რაც თავად უნდოდათ , ყველა ისე მიყენებდა როგორც თავად უნდოდათ. მიმიფურთხებია ყველა ამ ადამიანისთვის და იმ სამართლისთვის რომელიც ასე მტანჯავს დღე მუდამ. 
ნეტა ეს დღე მალე დასრულდეს და შემდეგი დღე იმ გასაყართან დადგეს რომელსაც სამსჯავრო ჰქვია. არც კი მჭირდება ვინმეს განხილვა ისედაც ვიცი , ჯოჯოხეთი რომ არ ასცდება ჩემ ბინძურ სულს ,  ამიტომ თამამად შევადგამ ფეხს ეშმაკის სამსახურში , დამადებენ შანთს და როგორც რიგითი ცოდვილი ისე მოვიხარშები.
ნეტა ეხლა ამ წერის ნაცვლად იმ კუპრში ვიდგე და ლუციფერი იმ თავისი ფიწალით ურევდეს , ჩემი თოთო სხეული ჭკნებოდეს და იწვებოდეს...
არა...
აღარ მინდა , იქნებ დასრულდეს ყოველივე , დასრულდეს ეს ფარსი...
გამოჩნდეს ის ვინც დამანახებს იმ მომავალ ბედნიერებას რასაც სიკვდილი ჰქვია და არა გარდაცვალება. 
დიახ , მე მოვკვდები და არ გარდავიცვლები რადგანაც ჩემი სულიც მოკვდება ხორცთან ერთად და როდესაც სხვა სულებს , თავზე ანგელოზის შარავანდედი დაედგმება , ნათელი მოეფინება და მათი საფლავის ქვაზე მირონი გადმოვა , ჩემს ახლად გარწნილ სხეულს მატლები დაუწყებენ ძიძგვნას , თუმცა ის კი არ იციან საცოდავმა მატლებმა რომ სასარგებლო არაფერი გამაჩნია.
იმდენსაც კი ვერ ვბედავ მე უსუსური , რომ გავთავისუფლდე და საუკუნოვან სიკვდილს მივეცე...
1 კომენტარი
, ავთანდილიმოსწავლე2 წლის წინ

I think your bæð

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი