მე დავწერ სიტყვებს,მაშინ,როცა წამართმევ ..


მე დავწერ სიტყვებს,მაშინ,როცა წამართმევ ნებას;
მე დავწერ მაშინ,როცა გონი გაგრიყავს ჩემგან;
მე დავწერ ჯერაც აუხდენელ სინაზით ვნებას
და დავწერ ისევ,რომ სატკივარს მივუხვდე ჩემს თავს.
მე დავწერ დიად მღელვარებას სულში,რომ მიზის;
მე დავწერ ნეტას,უმიზეზოდ სადღაც,რომ მიცდის;
მე დავწერ ფიქრებს,მოვიშორებ ფრაზებს და სიტყვებს.
მე დავწერ სათქმელს საიდუმლოდ-ვერავინ მიხვდეს;
მე დავწერ პათოსს,აღმაფრენას გადვიტან გარეთ;
მე დავწერ ღამეს,აღვუწერავ საბურველს მთვარეს
და დავწერ ერთხელ,დაუწერელს,რომ აღარ ახდეს.
მე დავწერ კიდევ,სიცოცხლისთვის სიკვდილსაც დავწერ;
მე დავწერ აწმყოს,წარსულისთვის,როს მერმისს გავცდე;
მე დავწერ მიზანს,უმიზნოდაც,როს შევძლო,ვქმნიდე
და დავწერ ნატვრას აუხდენელს,ამიხდეს ვიდრე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი