ჰორიზონტის სიღრმიდან ლანდად მოსული ..


ჰორიზონტის სიღრმიდან ლანდად მოსული დაორთქლილ მინაზე ტოვებს სიყვარულს...
ასე დასაბამიდან...
ჰაერი - ვნებით გაჯერებული ...
სუნთქვა - ჩუმი... შეკავებული...
თვალები - შეშლილი...
სხეულის პირველყოფილი მშვენიერება...
ტრფობა - გულში ჩამდნარი...
ჰაერზე მეტი სითბო ოთახში...
პირველშეხების მხურვალე ალი...
ქვეცნობიერი გათიშული...
სურნელი განუკურნებელი...
ვნების ფორმულა ჭეშმარიტი...
ჰორიზონტის სიღრმიდან ლანდად მოსული დაორთქლილ მინაზე ტოვებს სიყვარულს...
და მიდის...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი