მერე რა !


თვალსა და ხელშუა გარბიან დღეები
ფიქრებმა კვლავ შეკრა ოცნების კამარა,
 მოგყვები კვლავდაკვლავ ,ჭრელჭრელი ფერებით
არ მინდა დარჩენა დეკემბრის მხარდამხარ.
ღამეულ სიჩუმეს გავახვევ ჭილოფში,
სიცივემ ძვალ-რბილის გასტანა დარაბა ...
 მოთეთრო ნისლებში გამოსკვნილ სიზმრები
დაჩენას გვიქადის სიცივის ამარა...
მიდიხარ- მოგყვები ფეხდაფეხ, მხარდამხარ,
დაგტოვო?-ხომ იცი არ ძალმიძს!-აბა რა? !!! 
დრომ შენი ხელქმნილი ფერები გაფანტა 
ზამთარმა უგულო სიცივე გვაწვია,
მოგყვები შენამდე მოსასვლელ ბილიკზე
წვიმებად სულ სველი ცრემლები მაცვია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი