ბანალური


ბანალურია სამყარო და მეც ვარ ასეთი,
და ვიდრე ქარი მოგონებებს მიფანტ-მოფანტავს,
მტვრიანი სული მინდა ფიქრით გავამზიურო,
ობმოკიდებულ ღამეებს რომ თეთრად ინახავს.

სიცხეა, სუნთქვა მეძნელება, ჰაერი-მძიმე,
ყველაზე ძველი ჩემში მაინც ალბათ გულია,
რაც შეიძლება გასხვაფერდეს ამქვეყნად, ისიც
ჩვეულებრივზე უფრო მეტად ბანალურია.

ჰოდა... მინდა რომ დავიცალო ყველა გრძნობისგან,
სიცარიელე ოხ!  რა მალე მომნატრებია,
აქამდე ვწუხდი და სისავსეს ვნატრობდი მხოლოდ,
ახლა კი... ახლა ეს სისავსეც ბანალურია.

და რადგან ახლა ასეა და მბეზრდება უკვე
ეს ყველა'ფერი რაც კი ირგვლივ უაზროდ ხდება,
მინდა რომ სული დამტვერილი გავამზიურო,
სანამ მტვრისაგან 
საბოლოოდ დაბინძურდება.
ანი ქავთარაძე
3 კომენტარი
სანდრო მირცხულავასტუდენტი7 წლის წინ

mshvenieri lirikaa ani

.....7 წლის წინ

Kaiaaa;*

Gmadloobt

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი