განშორების შემდეგ დაწერილი ლექსი


ახლა გათენდა. ვღელავ. განვიცდი.
დღეს შეიძლება ქარმა წამიღოს.
მაგრამ ძვირფასო, რაც უნდა მოხდეს,
ჩემი სახელი არ დაივიწყო.

ჩვენ ნაცნობ ქუჩებს შევატოვეთ წვიმა და ქარი,
ირგვლივ ხეებსაც აღარც ერთი შერჩათ ფოთოლი.
ასე არასდროს არ მიგრძვნია სევდა და დარდი,
ასე არასდროს მდომებია , გვერდით მყოლოდი.

ქალაქი, წვიმა და ქარები.
ჯიბეში ხელი და ხურდები. 
რა ვიცი, ვის შეეფარები,
რა ვიცი, ვის ჩაეხუტები.

დაობლდა საჩვენო ბილიკი,
ახლა რომ ცალ-ცალკე გავივლით,
ფიქრებით: ვის მიეკედლები
მცივანა, პატარა ბავშვივით.

მოდი და ნუ შემირიგდები,
თუ გინდა საერთოდ დამშორდი,
ოღონდაც ნუ გადაივიწყებ,
რომ ერთად დავტოვეთ ბავშვობა.

რომ ერთად მოვუხმეთ გონებას
და სწორედ ჩვენ ამან დაგვღუპა.

სუსხია, წვიმა და სიცივე,
ქარი ქრის, სახლებს ხდის სახურავს
და ვფიქრობ : ვის ჩაეხუტები,
ვინ ღელავს, ქუდი თუ გახურავს.

ასე არასდროს განმიცდია სევდა და დარდი,
ასე არასდროს არ მნდომია გვერდით მყოლოდი,
ჩვენ ნაცნობ ქუჩებს შევატოვეთ წვიმა და ქარი,
ირგვლივ ხეებსაც აღარც ერთი შერჩათ ფოთოლი .

ანი ქავთარაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი