0 51

მე ვწერ


ღამის წყვდიადს მელნის ფერი მისცემია,
და ჩემს სულში სტრიქონები დაბინავდნენ,
ვწერო,ვწერო,ბევრი ვწერო მირჩევნია,
თორემ უკვე ეშმაკებმა ამიტანეს.
მთვარე სადღაც მიიმალა სიბნეში,
ვარსკვლავები ალბათ ამბავს მომიტანენ,
მე კი დავწერ,უსასრულოდ დავწერ რადგან,
რაც გამაჩნდა ერთი-ზეცაც მოიტაცეს...
ღამისფერი მისცემია ჩემს ბნელ ოთახს,
როცა მსურდა გზები ნათლით გამეკვალა,
მე ვწერ მაშინ,როცა წერაც მეძნელება,
რადგან უკვე ყველაფერი დამეკარგა...
მე ვწერ,რადგან სიცოცხლეც კი მეზარება,
რადგან ჩემში ქროლას ისევ ქარი იწყებს,
მე კი დავწერ, უსასრულოდ დავწერ მანამ,
დავიჯერებ რომ თვით ღმერთიც
დამივიწყებს.
კომენტარები (0)