0 68

შორია


შორია და არ მოვდივარშენთან,
შორია და გრძნობებს მანძილს ვანდობ,
რაც ყოფილა ყველაფერი მორჩა,
შორია და აღარაფერს ვამბობ...
არც აქამდე არ ვამბობდი რამეს,
შორი იყო როგორც ახლა,მაშინ,
ჩემს მაგივრად სხვა იძახდა სათქმელს,
ჩემს მაგივრად სხვა ამბობდა რაცმჭირს.
არ ვიძახი მე არაფერს შენზე,
დუმილს ხელი გადავხვიე თითქოს,
ყველაფერიშეიცვალა შემდეგ,
არაფერიც არ შეცვლილა იმდროს.
შორი იყო და შორია ახლაც
ის,რაც "იყო" ყველაფერი "არის"
რად ვწერ,განა რა აზრი აქვს ახსნას?!
თუ ვერაფერს ვეღარ შევცვლი მაშინ...
ამ სიშორის სიახლოვის ამბავს
მჯერა მალე რომ დავუსვამ წერტილს,
შორი იყო,და შორია ახლაც,
და სიშორეს,კვლავ სიშორე ერთვის.
კომენტარები (0)