დაგივიწყებ იმედია


დეკემბერში-ყინვები და სიმარტოვე,
იანვარში-სიზმრებმაც კი მიმატოვეს,
თებერვალი გადავთელე დაბიჯებით,
მარტი-ისევ თებერვალის ნაბიჯებით...
აპრილია მონატრების თაიგული,
და მაისი-უთქმელი და გარინდული,
დანარჩენი ბედს მივანდოთ რა იქნება,
თუ გრძნობები სიმარტოვით
შნაინთქმევა...
და თუ მერე არაფერიც არ მოხდება,
თუკი გულზე სხვა,მეტი ქვა არ მომხვდება,
დაგივიწყებ,დაგივიწყებ იმედია,
როცა ირგვლივ ამის ბევრი მიზეზია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი