სამშობლო


დღეს, 3:45-ზე
მტკვარი დამშრალა ქართველნო, წითლად შეღებილა მიწა, მუსრს გვავლებს მტერს ულევი, შემოგვესევა დღესაც, ქართველ ბიჭების თავები, მეფეს მოართვეს ძღვენად, სიმწარე დიდი გვაგემა, არ გაგვახარებს ჯერაც, მაგრამ იქნებ ეს ბოლოა, მოდი სადღეგრძელო შევსვათ, ჩვენს მიწას ,ჩვენს ზეცას გაუმარჯოს ქართული გულის ფეთქვას, მის ლამაზ მთა-ბარს გაუმარჯოს დედაბუნება რომ ერქვა, მთებში მონავარდე ირმებს გაუმარჯოს, ლამაზი გაშლილი რქებით, ომში წასულ ბიჭებს გაუმარჯოს, დედა რომ იკლებდა ქებით, ყველა დედას ტკივილს გაუმარჯოს, რომელსაც სიყვარული ერთვის, მათ წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, დედა მოგიკვდესო რომ ეტყვის, მის მოლოდინსაც გაუმარჯოს , თეთრად გათენებულ ღამეს, და იმ ვაჟკაცსაც გაუმარჯოს, გზაში რომ ითვლის წამებს, სამშობლოსათვის უდაოდ რომ გაწირავენ თავებს, საქართველოსთვის მებრძოლი არ იტყვის ამბებს ავებს თავის საქციელით სამშობლოს არასდროს არაფერს ავნებს მოდით სამშობლოს გაუმარჯოს, სამშობლოს მუდამ გამძლეს. შაჰ-აბასმა და ლეკებმა აქ დიდხანს რომ ვერ გაძლეს, იმ სუფთა გულებს გაუმარჯოს იმ ალალ-მართალ სულებს კეთილი ფიქრებით სავსეს იმედებით რომ გვავსებს ჩვენს სადღეგრძელოს გაუმარჯოს ვინც შესვავს ფიალით სავსეს, ერთგულ ვაჟკაცებს გაუმარჯოს, ხანდახან ბევრის დამლევთ სამშობლოს სიყვარულისთვის თავები მათ რომ დადეს!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი