წუთი


მხოლოდ  ერთი სიტყვა,რომელიც მყოფნის
შეხვედრამდე...
შეხედვამდე...
შეხებამდე...
და მაინც...
როცა ემოციებს ფერები აკლია,
როცა გადაღლილ ფერებსაც ვეღარ ვპულობ,
გწერ!...
ყოველ წამს ვცდილობ შენზე ფიქრი,იმ file-ში მოვათავსო,სულ რომ შლი და მერე ისევ აბრუნებ!
ხო,ასე ხდება...
ყოველთვის ვფიქრობ ,მაინც სად იყო ის წუთი,რომელმაც ასე გადაგვამისამართა,ასე დაგვაბნია,ასე გაგვაუცხოვა!
ვეძებ კითხვაზე პასუხს და შესაფერის მუსიკას...

(შენს მუსიკას)
მარტო ერთი სიტყვა_აი,ისეთი შენსავით სიგიჟეს რომ გავს და მერე წარმოსახვაში რომ რჩება სამუდამოდ...
მხოლოდ  ერთი სიტყვა,რომელიც მყოფნის
შეხვედრამდე...
შეხედვამდე...
შეხებამდე...
და მაინც...
სად იყო ის ერთი წუთი?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი