ახლა


ჩაძირულს ფიქრებში, დამვიწყებია ჩემი რაობა
ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა დამვიწყებია
თეორიებით გაჯერებული აზრები 
შალის ტილოს, წყლით გაჟღენთილს, მოგაგონებდა
ვარაუდები ყველაფერზე, იმედიანი იმედი
გულის ძრავი, მომუშავე, ნასესხები დავდაჯერებულობით
ალესილი რეალობა, ყელზე მობჯენილი, უძრაობის პერსპექტივით
და არაფერი არაფერთა შორის, მხოლოდ ჩემთვის არის ფერი, ფერთა შორის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი