ბოლო ჟამი


წინათ, მიყვარდა შენი თვალები და არ დავთმობდი არავის და არაფრის გამო.
ახლაც მიყვარს, გამოვტყდები, სიტყვებს ძალას ვატან როგორ!
მაგრამ რაღაც წამიერმა ,ჩვენ შორის უფრსკული გააჩინა, რომლის ამოვსება -
ორივეს შეგვიძლია მაგრამ არ გვსურს.
მხარში დაჭრილი, სიყვარულის დატოვებული იარით დავეხეტები ყველა ქალის გულში..
შენ გითხარი გუშინ მომწონხარო? ან შენ მოგეცი ნაძალადევი ამბორით იმედი მომავლის რწმეენის?
კიდევ ვის სხეულზე დავტოვე კვალი იმედ-გაცრუების და ვის ჩამოვკიდე ლოდი ჩემი უბედურების..
გამოსავალია, დროებითი გამოდარება, ჩემი შეცდომის..
სიყვარულით სავსე ქალაქში დავდივარ მხოლოდ ვნებით და მოწონებების ულევი კორიანტელიით.. ჩემი ქმედება გავს სიგარეტის მოწევას თავს დანებებული კაცის, წამიერ სისუსტეს, რომ ამოარტყას ბიჩოკს ნაფასი მაგრამ ყველა მცდელობა განწირულია...
ახლა კი აზრ' გამოლეულს, მხოლოდ შენი მოფერება მწადია......
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი