კახეთში თუ არ გისვამს მანავი ..


კახეთში თუ არ გისვამს მანავი.
ქართლში ურმული თუ არ გსმენია.
იმერეთის ცამ თუ არ მოგხიბლა.
ანდა სვანეთის კლდეთა გენიამ.
თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი.
გურიის მთებში თუ არ გივლია.
არ ჩაგივლია სამეგრელოში
ბროწეულები როცა სტირიან.
თუ თბილისელი ქალების ეშხმა.
გული ბოლომდე არ გადხია.
საქართველოში ყოფილხარ მაგრამ.
შენ საქართველო არ გინახია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი