ბავშვი რომელიც საოცრად მგავდა...


წუხელ ოთახის ოთხივე კუთხეში დიდი სარკე დავდგი კარები გადავკეტე და აქეთ იქეთ დავიწყე სიარული... 
ვინმეს შორიდან რომ დავენახე შეიძლება გიჟიც ვგონებოდი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა...
ერთი მიზანი, რომ თუნდაც ერთ კუთხეში მაინც დამენახა ჩემგან დაუკითხავად გამქრალი ბავშვი... 
ბავშვი რომელიც წლების უკან უგზო-უკვლოდ დავკარგე...
ბავშვი რომელიც საოცრად მგავდა და ყოველ ღამე სიზმრად მსტუმრობდა.
ვიდექი სარკესთან და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, ვყვიროდი რადგან აღარაფერი შემრჩენოდა ძველი მესგან... 
ვეღარ ვიღიმოდი ძველებურად ლაღად, ერთადერთი რაც ბავშვობას მომაგონებდა თვალები იყო, 
თვალები რომელთა მზერაშიც უმრავლესობა მხოლოდ მწველ მწვანე ფერს ხედავდა.
თვალები რომლებიც ჩემი ცივი იმიჯის მიუხედავად სითბოს ატარებდნენ.
თვალები რომლებიც ვერასოდეს იტყუებოდნენ რადგან ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც ვიპოვე წლების უკან დაკარგული ლაღი ღიმილი...
მხოლოდ იქ ჩანდა ბავშვი,
ბავშვი რომელიც საოცრად მგავდა...

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი