შავ-თეთრი სამყარო


სამყარო სადაც მე ცხოვრობ შავიდან თეთრში იცვლება... ჰოო... თითქოს ოქროს შუალედი არ არსებობს... ხოგისთვის შავია, ზოგისთვის კი თეთრი, ფერადი ალბათ გამორჩეულთა ხვედრია... სამყაროს თეთრ ფერში მყოფნი ძალიან ბედნიერები არიან, შეიძლება არ ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო მაგრამ მათ იმის დაფასება შეუძლია რაც აქვთ.
სამყაროს შავ ნაწილში მყოფნი კი ბედნიერებიც უბედურები არიან.
ეგ როგორ?.. აქვთ ყველაფერი რაც ადამიანს სჭირდება, ხან უფრო მეტიც კი, მაგრამ მაინც იმაზე დარდობენ და წუწუნებენ რაც არ აქვთ... სამყაროში სადაც მე ვცხოვრობ შავს ორად გამოვყოფ, პირველი - უმადური ადამიანები, რომლებსაც არაფრის დაფასება არ შეუძლიათ მეორე კი ადამიანები, რომლებიც ცოცხლად კვდებიან... ჰოო მოძრაობენ, სუნთქავენ მაგრამ მაინც მკვდრები არიან, ჩვენს ყოფაში ბევრი ადამიანი სიკვდილამდე კვდება, მაგრამ არის ზემოთხსენებული სიკვდილსა და ნამდვილ სიკვდილს შორის განსხვავება, როცა სულიერად კვდები შეიძლება წლები გავიდეს ისე, რომ სულის სიკვდილი ვერავინ შეგამჩნიოს, ფიზიკური კი ....

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი