'ჩემს სვანს'


შენ  ალბათ ისევ მასზე ფიქრობ
-მე კი ვწერ შენზე,
როგორ გამოჩნდი საიდან და
მივდივართ საით.
მას უკითხავდი ყოველ ღამე
საჩემო ლექსებს
და მე საკუთარ ნაშრომებშიც
ომგავლილს ვგავდი.

მეტკინა ძლიერ... 
მონაყოლმაც ამიწვა სული,
რომ ისევ ეტრფი თუნდაც ჩუმად
(სახელად ლილეს).
მე ახლა შენში წლების ტკივილს 
ვალღვობ და ვუცდი,
რომ ერთხელ მაინც ჩემთვის დაკრეფ
ლურჯთვალა იებს.

ფიქრები მასზე ჩრდილებივით
გზადაგზა დაგსდევს,
ფიქრები ჩემზე ალბათ წამით
გართმევენ შენს თავს.
მე ახლა გულზე საკუთარი 
სიმძიმე მაწევს,
შენ ალბათ ჩემში ჩემი სულის
სიშიშვლეს ხედავ.

დრო გადის ჩქარა
(ისე თითქოს წლებია გიცნობ),
დამცინო თუნდაც არ მადარდებს 
ამ ლექსის შემდეგ.
'ბალბის' რომელიც მკვდარია და
ნელნელა იცნობ
თურმე ყოველღამ 'თავის სვანზე' უნდა 
რომ წერდეს.

უნდა რომ კოშკში ციცქნა აკვანს
არწევდეთ ერთად,
მამის ღიმილით უბრწყინავდეს 
მწვანე თვალები. 
აღარასოდეს არ იაროთ 
აღარსად კენტად
და ერთმანეთით გითბებოდეთ 
წუთში წამები.

კითხულობ ლექსს და
მე რითმებში კვლავ გიქსოვ ჩემს თავს.
ნუ გაბრაზდები თუ თვალებმა 
კითხვა გაცადეს.
რავქნა რომ (ასე ჩემებურად)
თოთო ბავშვს ვგევარ,
რა ვქნა რომ ასე ჩუმად გწერ და 
ვითხოვ არაფერს.

ახლა კი ჩემო ვჩუმდები და ...
(შევწყვიტო უნდა,
რავქნა რომ გულში ჩუმი ფიქრი
ვერ დავატიე)
მე მხოლოდ გრძნობის სიტყვიერად
გაცემა მსურდა,
და თუ ეს ლექსი გეზედმეტა
- მე მაპატიე.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი