გოგონა რომელიც ...


სანამ შენ წახვიდოდი დიდხანს ვიჯექი საკუთარ თავთან ჩაკეტილი ბნელ ოთახში და ვფიქრობდი... 
ვფიქრობდი  ხომ შეიძლება ერთ დღეს ადგეს და დამტოვოს, მერე ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვლება თქო,
პასუხი არასოდეს მქონდა,
მაგრამ ახლა როცა სხეულს შენი წასვლის შიში აღარ ჭამს და მარტო ვარ ვიცი,
ვიცი რომ არათუ შენ, არამედ საკუთარ თავსაც არ მივცემ უფლებას ვინმეს წასვლით გამოწვეულ ტკივილებმა დამაჩოქოს...
უფრო მეტიც,
გავიაზრე რომ რაღაცის დასასრული ყოველთვის ახალ დასაწყისს უერთდება და მეც დავიწყე ახალი ცხოვრება,
ცხოვრება რომელმაც ჩემიდან არამარტო შენ... არამედ საკუთარი მეც გააგდო...
ცხოვრება სადაც შენს ნაცვლად სიამაყე მეჯდა გვერდით, 
სიამაყე რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. 
სიამაყე რომელიც არ აძლევდა ცრემლებს უფლებას თვალებს გამცდარიყვნენ...
ახლა იმ ადამიანებისთვისაც კი რომლებიც არ მიცნობენ საოცრად მხიარული და პოზიტოური გოგონა ვარ,
გოგონა რომელიც მუდამ მზად არის სხვა გაათბოს... ( ყველა საკუთარი თავის გარდა. )
გოგონა რომელთანაც მუდამ სიმშვიდეა.
გოგო რომელმაც ცხოვრების ყველა წამის დაფასება ისწავლა და ამიტომაც ცდილობს სხვისთვის ის მზე იყოს ზამთარშიც რომ ათბობს.
ხშირად გამომიჭერია საკუთარი თავი ფიქრებში როცა ძველ და ახლანდელ "მე"_ს ვადარებდი.
გაგიმხელთ რომ ადრე ასეთი არ ვიყავი წარსულში ბევრად უფრო ბავშვური და ლაღი ვიყავი,
არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიცივე, როგორ უნდა გეკრა ადამიანისთვის ხელი მაშინ როცა შენს იმედად არის.
არ ვიცოდი როგორ შეიძლებოდა სხვის ტკივილს შენს გულში იარები არ გაეჩინა.
ახლა კი მიუხედავად ჩემი სურვილისა ზამთრის მატყუარა მზეს დავემსგავსე, მზეს რომელიც ხშირად გიღიმის მაგრამ  იშვიათად ჰყოფნის ძალა რომ გაგათბოს.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი