შენნაირები ჩემნაირებს აუფერულებენ


ჩემნაირებს ქუჩაში ხშირად შეხვდები, 
მუდამ თავაწეულნი და ბაგეებზე მოთამაშე ღიმილით თვალებაციმციმებულნი დადიან. 
წლის ყველა სეზონი აბედნიერებთ და ყველა დილას ჩურჩულით ესალმებიან.
ჩემნაირებს ყველა წვრილმანი გულთან ახლოს მიაქვთ და ზედმეტად განიცდიან, მაგრამ ამავდროულად უბრალო მიზეზითაც კი შეუძლიათ ცას შეწვდნენ ბედნიერებით.
ჩემნაირებს უყვართ როცა სხვაზე ზრუნავენ, 
როცა სხვას აგრძნობინებენ თუ რამდენად განსაკუთრებულად შეუძლიათ იგრძნონ თავი მათთან,
მაგრამ .... 
ყველაფერი იცვლება როდესაც ისინი შენნაირებს ხვდებიან,
შენნაირები ჩემნაირებს აფერმკრთალებენ, სიცოცხლის ხალისს ართმევევენ,
შემდეგ ჩემნაირებს გულწრფელი ღიმილის მაგივრად, ცივი ნიღბად მორგებული ღიმილის ტარება უწევთ რომელთაც თვალებში მოწოლილი ცრემლების დასაფარად იყენებენ. 
მუდამ თავაწეულ სიარულს შეჩვეულნი თავდახრილნი დადიან და მზერას სარკეში საკურთარ ანარეკლსაც ვეღარ უსწორებენ.
წლის ყველა სეზონი უღიმღამოდა გააქვთ...
ერთ დროს საყვარელი მზის სხივების დასამალად მუქ ბორდოსფერ ფარდებს იყენებენ, აღარც წვიმაში გარეთ გასასვლელად მიუწევთ გული და აღარც უაზროდ დაეხეტებიან სამყაროს შესაცნობად.
ამ ყველაფერთან შეჩვევა ძალიან უჭირთ, 
მაგრამ ბოლოს ყველა გრძნობა ერთიანად უკვდებათ სულში.
აღარაფერი სწყინთ, არც არაფერი ახარებთ.
აღარ დგებიან დილით ადრე რომ მზის ამოსვლას მიუსწრონ და დატკბნენ წამიერი ბედნიერებით,
აღარ ესალმებიან ბედნიერი სახეებით ქუჩაში უცხო გამვლელებს,
აღარ ანიჭებთ სიამოვნებას სხვაზე ზრუნვა
და თავს უბედურად გრძნობენ მანამ სანამ შენნაირები არ დაბრუნდებიან.
ხოო შენნაირები ხვდებიან რომ ჩემნაირების ჭირვეულობა სხვის სიმშვიდეს ურჩევნიათ, ხვდებიან რომ ვერავინ შეძლებს მასზე ჩვენნაირად ზრუნვას, ხვდებიან რომ იმ სახლში მისასვლელი გზა ჩაიკეტეს სადაც მუდამ სითბო ხვდებოდათ,
შემდეგ კი ყველაფერს აკეთებენ ამ სახლში ხელმეორედ შესასვლელად და ჩემნაირებთან ბრუნდებიან.
ჩემნაირები ბოლომდე ვერასოდეს იზრდებიან შენნაირებს იბრუნებენ.  ყველა განვლილ ეტაპს ხელმეორედ გადიან, ოღონდ ამჯერად თავიდანვე იციან რომ დასასრული არ შეიცვლება მაგრამ გულის სიღრმეში მოციმციმე იმედის სხივს ვერ აქრობენ.
შენნაირები ჩემნაირების სიყვარულს ვერასდროს ისწავლიან, ჩემნაირებს კი შენნაირები ჭაობივით ითრევენ და იქედან ამოსვლას არ ცდილობენ, მაგრამ ერთი იციან დარწმუნებით,
იციან რომ თუ სადმე ჩემნაირებს წააწყდებიან გააჩერებენ და გააფრთხილებენ რომ შენნაირებისგან თავი შორს დაიჭირონ, რომ მხოლოდ შენნაირებს შეუძლიათ ჩვენი გაუფერულება.

ავტორი: ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი