ამეკვიატე... ამეჩემე ... ძილს ვერ ვეცემი.


გემუდარები ღამით მაინც უნდა მომეშვა,
ამეკვიატე... ამეჩემე ... ძილს ვერ ვეცემი.
ალბათ რომ შევძლო მოვიგლიჯავ შენზე გრძნობებს და
წარსული დროით, რომ ვცხოვრობდე აღარ შეგხვდები.
სხვა ვერ გაიგებს ... თითქოს მკერდში ორი გული გაქვს,
მხოლოდ მე გიცნობ განსხვავებულს და ეს მაგიჟებს.
სამოცი წამი მოგიძღვენი გასულ წუთიდან,
ჩემთან მოჰყავხარ სტროფის ბოლოს შენივ ნაბიჯებს.
გემუდარები ... ღამით მაინც დამტოვე მარტო,
ფეხზე ვდგავარ და ძირს დაგდებულ ჩემს სულს დავცინი.
მსიამოვნებ და ძალას მართმევ ვერცკი გრძნობ ამ დროს,
რომ არაფერი აღარ მოჩანს ჩემგან მარტივი.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი