ვარ ბევრად უკეთ ვიდრე არის უბრალოდ კარგად.


ყოველ კითხვაზე თუ როგორ ვარ ვპასუბ კარგად
და კარგად_ს მიღმა უამრავი საიდუმლო მაქვს.
იყო დრო, როცა ღმერთის გარდა არავინ მყავდა,
უკვე კი ვგრძნობ რომ რა ხანია ღმერთიც განრისხდა.
მე კვლავ ჩუმად ვარ ძველებურად თითები გწერენ,
დღეს შენ უცხო ხარ და არავინ მყავს შენს სულზე ახლო.
ერთ დღეს კალამიც დაიღლება ბევრი წლის შემდეგ
და გავაგრძელებ გზას შენგან შორს.... სხვის მხრებთან ახლოს....
ბოლო დღეებში მოიმატა შეგრძნებამ შიშის
და კვლავ კითხვაზე თუ როგორ ვარ ვპასუხობ კარგად.
თითქოს რაღაცა ძვირფასს ვკარგავ და ცეცხლში ვიწვი,
თითქოს ზუსტად ის ვინც მჭირდება ჩემს გვერდით არ მყავს...
უცხოა გრძნობა...
ვერ აგიხსნი ედრება ჭაობს,
მე უსუსური ჩამითრია და ხავსებს ვეძებ.
თუ მიგატოვე ნურასოდეს ნუ მკითხავ რატომ -
შენთან დარჩენას დიდი დროით არ ან ვერ შევძლებ.
თითქოს რაღაცა ძვირფასს ვკარგავ და თავს ვერ ვშველი,
ამოუცნობი... უცხო გრძნობა მექცა ჭაობად,
იყო დღეები ცრემლშენაშრობ თითებით გწერდი
და ყველა ღამე რომ იტყვიან კბილით გამქონდა.
ახლა კი როცა ახალ ახალ ტყუილებს ვსწავლობ,
ვარ ბევრად უკეთ ვიდრე არის უბრალოდ კარგად.
რა მოგიხერხო არც კი ვიცი შენ ჩემო თავო,
მაშინ როდესაც დრო ძილამდე თვითგვემით გაგაქვს.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი