- არასდროს მყოფნი!


ერთი სული მაქვს ისიც შენით სულ არეული,
ვერ დავალაგე გონებასთან ფიქრები ჩვენზე.
ბევრად რთული ხარ რეალურად და უარესს ვუცდი,
გაქცევისათვის მიზეზებს და საბაბებს ვეძებ.
ვერ ვიპოვნე ან პოვნა არ მსურს - სწორია უფრო,
მეტად ჩემი ხარ ვიდრე გრძნობ და ვიდრე განიცდი.
შენ ახდენილი ოცნება ხარ ნაპოვნი ცუდ დროს,
მაგრამ გაშვების ძალა არ მაქვს.... უფრო არ ვიცი -
იქეთ...
შენს მერე ვინღა შეძლებს შენებრ გამიგოს,
ყველას გადარებ მაგრამ მაინც ორდები არსად.
რაც გაგიცანი ეს სამყარო ორად გაიყო
და ჩემი თავი ახალშობილ ჩვილივით დამყავს.
რომელიც თითქოს ახლა იწყებს შესწავლას ყოფის,
სულ'არეული სულისთვის ხარ მოსული ქვეყნად.
ჩემთანხარ ...
შორს ხარ ...
სხვასთან გძინავს - არასდროს მყოფნი!
შიგნიდან წვეთავ მხოლოდ შენთვის გასაგებ ლექსად.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი