ეგო დუმს...


სულის ბნელ კუთხეში დამალულ დემონებს,
ჩვეული სიმშვიდით მარტივად იმონებ.
ამ წამებს იმდენი სეზონი ველოდე,
მგონია არ ხარ და ისევ მე გიგონებ.
გიგონებ სიზმრიდან რომელსაც გონება
ყოველღამ რეალურ სიცხადით აღიქვამს.
შენ მზე ხარ დღისა და სულის ხარ ცხონება,
აგრეთვე კოშმარი მომავალ ღამიდან.
მაშინებ შენებურ შავთეთრი ელფერით,
ინი და იანი როგორც შენ იტყოდი.
ყოველდღე გიშიშვლებ სულს და ვერ გერევი,
შემინდე დღეები როცა ვერ გიწერდი -
თუ როგორ მჭირხარ და რარიგად მჩემდები.
ეგო დუმს...
გავყურებ ნაწვიმარ გვირილებს,
წვიმა და ხის ქოხი მთის წვერზე, ზეცასთან,
სამყაროს რომელშიც ჩვენ ორნი ვიცხოვრებთ,
ჩვენს გარდა ვერასდროს ვერავინ ვერ ნახავს.
სულის ბნელ კუთხეში დამალულ დემონებს,
გიშიშვლებ (არ მისცე სიკვდილის უფლება!).
სხვებს როგორც თავად სურთ, თავისებრ ესმოდეს,
შენ ის ხარ ვინც ჩემთვის არასდროს ხუნდება.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი