მიახლოვდები


სხვა ხიბლიაქვს შენით შემშრალ ცრემლებს,
ჩემს ბაგეებს შენს კისერთან სძინავთ.
დავიწყებას ვერასოდეს შევძლებ,
თუნდაც თავად დამავიწყდეს ვინ ვარ.

ღამის ამბორს ჩახუტებად ვყიდი,
ჩურჩულებდნენ ვნებამორცხვი ხმები.
შენს მკერდზე მყოფს გამეღვიძა დილით
და შორს მყოფი მაინც ჩემთან რჩები.

წვიმის შხეფებს შენი სუნთქვა სდევდა,
მელოდიად შეგინახე სულის.
სამყაროში თითქოს მხოლოდ ჩვენ ვართ,
არაფერი აღარ მოსჩანს რთული.

სხვა ხიბლი აქვს შენით გასულ დღეს და
კარს გამცდარი მაინც ჩემში რჩები.
როგორც მუდამ ახლაც შენი მჯერავს
არ მშორდები,
მე მიახლოვდები!

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი