განმარტოების თეორია აღარ ამართლებს


განმარტოების თეორია აღარ ამართლებს,
ახლა ხალხს ვეძებ საერთო რომ ვიპოვნო რამე.
მომაკვდავივით დღის მეტ ნაწილს ძილში ვატარებ
და თავად ვპარავ საკუთარ თავს სიცოცხლის წამებს.

რამდენი დღეა წერითაც კი ვერაფერს ვერ ვწერ,
და რამოდენი დამიგროვდა შენთვის უთქმელი.
გამოვიკეტე ჩემს თავთან და რა ვქნა თუ გეძებ,
შენა ხარ ჩემთვის პოეზიის ყველა უჯრედი.

ახლაც კი როცა ბოლო მელნის წვეთითაც შენ გწერ,
გულზე მაწვება ყველა სევდა ერთ დიდ იარად.
მე კვლავ შენ გიძღვნი რითმებად თქმულ წერილად ლექსებს
და კვლავ რაც შენთვის სათქმელი მაქვს ჩემთვის ვინახავ.

გეძებ იქ სადაც აფსურდია ყველა მცდელობა,
ყველა მოკვდავში გაცოცხლებ და არსად ცოცხლდები.
ნატვრის ხიდან ხარ მოგონილი თითქოს შიოლა
არადა ჩემთვის რომ გეთხოვა მთელ სულს მოგცემდი.

უკანასკნელი შენი ხილვა არც ერთ დღეს ჰგავდა,
დღემდე ვინახავ ემოციებს რაც ვერ გაგანდე.
შენ ჩემო თავად დამამსგავსე პატარა ბავშვს და
ამავდროულად ბავშვურობა შენით დავკარგე.

სისულელეა მარტოობა... აღარ ამართლებს,
შენთან ყოფნა კი ერთადერთი ხსნა არის ჩემთვის.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი