ვეღარ ვიხდი შიშებს ტანიდან


სულ ავირიე ...
ვეღარ ვიხდი შიშებს ტანიდან ,
განცდებს ვიმაგრებ საყელოზე, როგორც ბაბთებს და
თუკი დეკემბერს გადავურჩი მარტსაც ავიტან,
გამოვისყიდი სამყაროდან ჩემივ ხასიათს.
ისევ მშვიდი ვარ ....
ყველა აღმართს სიმშვიდით ვხვდები,
უმჯობესია ვიქარბუქო... წვიმად ვიარო .
შეიცვლება თქო ყველაფერი ფიქრებად ვმღერი
და ჩემებურად ... სევდიანად ვადამიანობ .
ისევ გადავდე ყველაფერი ჩვეულად გვერდით,
ისევ უკან ვწევ ყველა განცდას მთვარის ხილვამდე.
შემოვივლიდი დედამიწას შიშველი ფეხით,
ჩემი გრძნობები მე მაინც რომ რამედ მიმაჩნდეს.
სულ ავირიე...
ვეღარ ვიტან სიჩუმის ხმაურს,
ემოციები უხმაუროდ ისევ ღრიალებს.
ყველა მოწყენის მიზეზების ლექსებად თქმა მსურს
და ერთ დღეს გავთქვამ... ჩემს საწადელს მაინც მივაღწევ.
გადავურჩები ყველა სეზონს დეკემბრის ხარჯზე,
უხმოდ ავირბენ ყველა აღმართს - დაღმართის ეშხით.
ერთ დღეს მოვიკრებ ემოციებს... უფრო ვრცლად დავწერ
რის თქმაც მსურდა და ჩემებურად დღეს ისევ ვერ ვთქვი.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი