ბევრი : 0


ემოციები მიფეთქდება, როცა შენ გისმენ,
აქ მგონიხარ და აქაც არ ხარ , სადღა გეძებო.
(ბევრი_თ - 0)_ია... არ ვდარდობ, რომ შენთან ვერ ვიგებ,
მაგრამ მაშინებს ორგულობა არ ... ან ვერ შევძლო.
და რა ცოტაა, როცა ჩემთან საათებს ითვლი,
ხან სულ ქრები და უდროობას აბრალებ ამინდს.
შენ ხარ ფურცლები ჩემი ხელით დასაწერ წიგნის,
რომელსაც მხოლოდ შენთან ყოფნის სურნელი ასდის.
როცა მეხები სუნთქვას ვწყვეტ და თავგზა მერევა, 
არ მეგულება ჩემზე მეტად უყვარდე ვინმეს. 
დედის დარდი მაქვს ჩემს გამო, რომ ბრაზი ერევა, 
ჩუმად მდარდობს და ჩემს ტკივილებს თავისად იღებს.
ეჭვებით ვცხოვრობ... 
ვმაზოხისტობ... 
თავსაც ვიწამებ, 
სწორი იქნება შენგან წასვლა შემეძლოს თავად. 
როცა მეგონა მოგირჩინე, არ გამიარე, 
მაინც შენსავით საიმედო არავინ მყავდა.
ყველა წესი და სამართალი ძალას კარგავენ, 
შენი თითები ჩემს თმებთან, რომ ლამობენ ამბორს. 
დღიდან როდესაც შეგიყვარე აღარ მადარდებს, 
ეს გაუთქმელი გრძნობები რომ მკლავს და მახრჩობს.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი