გახუნდა მუზა


გაცვდა ფერები...
გახუნდა მუზა ,
მე ვეფერები გრძნობის ნარჩენებს.
უკანასკნელად დავწერო თუნდაც,
ვერცერთ ჩანაწერს შენ ვერ გაჩვენებ. 
უპატრონობით კვდება ფიქრები 
და ოცნებები  ფერმკრთალდებიან.
შენი ერთგული მანამ დავრჩები,
სანამ თითები შენზე ჰყვებიან.
გაგაცნობ ჩემს თავს, როგორც მანიაკს ,
ვინც ყველა გრძნობა მსხვერპლად შეგწირა.
გაგაცნობ ჩემს თავს ენატანიას,
ვინც საიდუმლო გათქვა შენს ჩრდილთან.
და მერე თუნდაც გავხუნდე... გავქრე,
თუნდ გათენება აღარ მეღირსოს,
თუნდ წარსულ დღეებს შავ ლაქად დავრჩე,
თუნდაც იუდა შენთვის მე ვიყო.
გაგიმხელ ყველა შეცდომას... ცოდვას,
უნებლიეთ თუ ნებით ჩადენილს.
ჩავრთავ რეკვიემს - დავიწყებ ლოცვას
და სათქმელს გეტყვის ჩემი თვალები.
გეტყვის, რომ გაცვდა ძველი სიტყვები,
გეტყვის, რომ ერთ დღეს ვიპოვნი ჩემს თავს.
გეტყვის, რომ მხოლოდ ერთი იქნები, 
ვინც მის თვალებში სიყვარულს თესავს,
მაგრამ დღე დგება,
ხუნდება მუზა,
დღე, როცა შევკრებ გრძნობის ნარჩენებს.
უკანასკნელად გიხილო თუნდაც,
არცერთ ჩანაწერს შენ არ გაჩვენებ!
რადგან ეს შენთვის გრნობის ფანდია, 
სიტყვათა წყობით სავსე ფურცლები... 
ეჰ...
ფურცლებმა რაც გრძნობა დატია, 
შენ ვერასოდეს ვერ გაუძლებდი.

 ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი