ქარი ქრის...
ქარი ქრის ! არ ვდარდობ შენ მყავხარ, ქარი ქრის ! ტკივილებს ვატან ქარს . თამამად ვამბობ, რომ ჩემთან ხარ, ჩემთან ხარ... ჩემი ხარ.... აქა ხარ ... ქარი ქრის ! ხის ფოთლებს გზას აბნევს, შენ მთხოვ რომ არასდროს გავთენდე. სიზმარი ასე რომ გახარებს, აპირებს შენს გვერდით დაბერდეს. ქარი ქრის! ითოვოს... იწვიმოს... არ ვდარდობ გარეთ რომ აცივდა, მინდა რომ ღმერთამდე ვიყვირო - მე შენი სურნელი მაცვია... და გთხოვ რომ არასდროს დაღამდე, და გთხოვ რომ სულ ასე ანათო . ფართოდ ვხსნი დაკეტილ დარაბებს მინდა რომ მხოლოდ შენ გამათბო. მოხვიდე და სულზე მაკოცო ... მოხვიდე მერე რაა თუ ცივა, უშენო ცხოვრება არ მომწონს უშენოდ წამიც კი არ მინდა. ჩუმი 'პოეტესა'
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი